
„აირზენას“ დირექტორი ელოდება რაც უფრო მეტ ფულს გადაუხდიან და სხვას არაფერს"
22/03/2020 20:50:06 ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია კომპანიებს შეახსენებს, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში განსაკუთრებული წესები მოქმედებს.
„ვფიქრობ, „არზენას“ დირექტორი ელოდება იმას, რაც უფრო მეტ ფულს გადაუხდიან და სხვას არაფერს. ჩვენი ამოცანა მარტივია: მაქსიმლაურად სწრაფად, ორგანიზებულად ჩვენი მოქალაქეები გამოვოყვანოთ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებდან. არავის არ დაავიწყდეს, რომ არის საგანგებო მდგმარეობა. თუ კომპანიები საგანგებო მდგმარეობის შესაბამისად არ შეასრულებენ ვალდებულებებს, რომელსაც მათ სახელმწიფო დააკისრებს ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ კომპანიებს ხელმძღვანელებს ჯერ დაეკისრებათ ჯარიმა, შემდეგ – სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, კომპანიები დროებით იქენბიან ექსპროპირებული სახელმწიფოს ინტერესებში იმისთვის, რომ სახელმწიფომ თავისი ინტერესები დაიცვას",– განაცხადა გახარიამ.
ცნობისთვის: საქართველოს მოქალაქეები რიგი ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ და არის შემთხვევები, როდესაც მათ ღამეების გათენება აეროპორტებში უწევთ. ისინი სახელმწიფოს დახმარებას სთხოვენ.