Accentnews.ge
საქართველოში შიდა გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა

საქართველოში შიდა გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა

22/03/2020 20:29:45 საზოგადოება

საქართველოში შიგა გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა, –ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარამ საგანგებო ბროფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქმე ეხება მარნეულში დაფიქსირებულ ფაქტს ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების თაობაზე.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ქალბატონის ინფიცირების წყარო არ არის დადგენილი, რაც გულისხმობს შიდა გავრცელების ეტაპის დაწყებას, ანუ იგივე "მეოთხეულ გადაცემას".

"შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების [წლისთავი, რომელსაც ესწრებოდნენ ბოლნისის და მარნეულის მაცხოვრებლები და სხვა სოფლებიდან ჩასულები] დროს, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა. ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა 90 საკონტაქტო პირი დაადგინეს და ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს. სიტუაცია საკმაოდ რთულია, სწორედ ამიტომ მარნეული და ბოლნისი მკაცრ საკარანტინო რეჯიმზე გადადის",– განაცხადა გახარიამ.

გახარიას თქმით, კარანტინის რეჟიმში გარდაბნისა და ბოლნისის მაცხოვრებლები ქალაქებს ვერ დატოვებენ, მათ ადგილობრივ მედპერსონალი მოემსახურება და დაიწყება მათი ტესტირება.

"მოქალაქეებს მივმართავ, როდესაც ჩვენ მასობრივი თავშეყრის ადგილებზე მივდივართ, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ თამამები ვართ, არამედ იმას, რომ პატივს არ ვცემთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებს,კოლეგებს. ამიტომ, გავითვალისწინოთ რეკომენდაციები",– აღნიშნა გახარიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S