
მთავრობამ მარნეულისა და ბოლნისის რაიონები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადაიყვანა
22/03/2020 20:35:15 საშინაო პოლიტიკა
მთავრობამ მარნეულისა და ბოლნისის რაიონები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადაიყვანა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
„21 მარტს გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. დღეს გვქონდა რთული შემთხვევა, მარნეულში გყვავს ინფიცირებული ქალბატონი, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა, ეს არის ის შემთხვევა, რომელზეც ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში დაიწყებოდა შიდა გადაცემის ეტაპი. ჩვენი ეპიდემიოლოგების პროგონოზით შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც ესწრებოდა რამდენიმე ათეული ადამიანი. ის, რომ ჩვენმა ეპოდემიოლოგებმა დაადგინეს 490 საკონტაქტო პირი, ჯერ ეს არაფერს არ ნიშნავს. სიტუაცია არის რთული და ეს გახლავთ ის ძირითადი გამოწვევა და ძირითადი პრობლემა, რომელსაც ჩვენ ვეძახდით გავრცელების ახალ ეტაპზე შიდა ეტაპზე გადასვლას, რომლისთვისაც მაქსიმალურად ვართ მომზადებული. ყველა ამ მომზადების მიუხედავად სიტუაცია რთულია. საქართველოს მთავრობას მოუწია გადაწყვეტილების მიღება, რომ მარნეული და ბოლნისი გადავიდეს მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 54 შემთხვევაა დადასტურებული.