Accentnews.ge
ობიექტების ჩამონათვალი, რომლებიც მუშაობას განაგრძობენ

ობიექტების ჩამონათვალი, რომლებიც მუშაობას განაგრძობენ

20/03/2020 20:14:08 ეკონომიკა, საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს ობიექტების ჩამონათვალს, რომლებიც მუშაობას განაგრძობენ. .

ფუნქციონირება უნდა განაგრძონ შემდეგმა ბიზნესოპერტორებმა: სურსათის/ცხოველთა საკვების საცალო/საბითუმო ვაჭრობის ობიექტებმა (მაღაზიები, საბითუმო/საბაჟო საწყობები, აგრარულიბაზრები); სურსათის სამაცივრე მეურნეობებმა; სურსათის წარმოება/გადამამუშავებელმა საწარმოებმა (მათ შორის, პურფუნთუშეულის საცხობებმა, ცხოველთა სასაკლაოებმა (სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე)); საზოგადოებრივი კვების ობიექტებმა, მხოლოდ მიწოდების სერვისით; ცხოველის საკვების გადამამუშავებელმა საწარმოებმა; სურსათის/ცხოველთა საკვების დისტრიბუტორებმა (მათ, შორის იმპორტიორებმა); ვეტერინარულმა კლინიკებმა; ცოცხალი ცხოველების ბაზრებმა/ბაზრობებმა; ცხოველთა ფერმებმა; ვეტერინარულმა აფთიაქებმა/ვეტერინარული პრეპრატების საბითუმო ვაჭრობის ობიექტებმა; ზოომაღაზიებმა; პესტიციდებისა და აგროქიმიქატების აღიარებულმა საცალო/საბითუმო ობიექტებმა; სურსათის/ცხოველთა საკვების ლაბორატორიებმა; საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებმა.

„დაევალოს თბილისის საქალაქო სამსახურის და რეგიონული სამმართველოების უფროსებს, მათი სამოქმედო ტერიტორიების ფარგლებში, უზრუნველყონ ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული​ბიზნესოპერატორებისთვის შემდეგი რეკომენდაციების გაცემა. ბიზნესოპერატორებმა, რომლებიც აწარმოებენ/გადაამუშავებენ სურსათს, მკაცრად უნდა დაიცვან შემდეგი პირობები: სურსათის გაციების, გაყინვის და თერმული დამუშავების დროს მკაცრად იქნეს დაცული ტემპერატურული რეჟიმები; პერსონალის მიერ გამოყენებული იქნეს ერთჯერადი პირბადე, თავსაბურავი და ხელთათმანი; პერსონალის მიერ ხელების დაბანა მოხდეს ხშირად, თხევადი საპნით და წყლით; ერთჯერადი ხელსახოცით ხელის გამშრალების შემდეგ მოხდეს ხელების დეზინფექცია არანაკლებ 70% სპირტის შემცველი ხსნარით ან ანალოგიური ეფექტის მქონე სხვა სადეზინფექციო ხსნარით; ყველა იმ ზედაპირის და ინვენტარის, რომელსაც შეხება აქვს სურსათთან,​ რეცხვა-დეზინფექცია მოხდეს გაზრდილი სიხშირით და სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით; სამუშაოს დაწყების წინ გაკონტროლდეს პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა (ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ტემპერატურა);

ბიზნესოპერატორებმა, რომლებიც უზრუნველყოფენ მომხმარებლისთვის ე.წ. მიწოდების სერვისით სურსათის მიწოდებას, მკაცრად უნდა დაიცვან შემდეგი პირობები: პერსონალი, რომელიც მონაწილეობას იღებს სურსათის მიწოდებაში, აღჭურვილი უნდა იყოს ერთჯერადი პირბადით და ხელთათმანით; სურსათი მოთავსებული უნდა იყოს ერთჯერად ტარაში, ხოლო მრავალჯერადად გამოსაყენებელი კონტეინერების რეცხვა-დეზინფიცირება უნდა მოხდეს ყოველი გამოყენების შემდეგ, სადეზინფექციო და სარეცხი​ საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით; სურსათის ტრანსპორტირებისას დაცული უნდა იქნეს სურსათის ტემპერატურული რეჟიმი.

ბიზნესოპერატორებმა, რომლებიც ახორციელებენ საცალო/საბითუმო ვაჭრობის ობიექტებში მომხმარებლისთვის პროდუქციის მიწოდებას,მკაცრად უნდა დაიცვან შემდეგი პირობები: ა) პერსონალი, რომელიც მონაწილეობას იღებს პროდუქციის მიწოდებაში, აღჭურვილი უნდა იყოს ერთჯერადი პირბადით და ხელთათმანით; ბ) რეცხვა-დეზინფექცია მოხდეს გაზრდილი სიხშირით და სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით; უზრუნველყონ მომხმარებლების მიერ დისტანციის (არანაკლებ ერთი მეტრი) დაცვის გაკონტროლება“, – აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანებაშია.

ქვეყნის მასშტაბით დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო, ბენზინგასამართი ქსელებისა, საფოსტო გზავნილების ქსელისა და ასევე საბანკო განყოფილებებისა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 44 შემთხვევაა დადასტურებული. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობის განცხადებით, ვირუსის შეკავებიდან გავრცელების ეტაპზე გადავდივართ. მიზანი გავრცელების ტემპის შეკავებაა და ამ მიზნით ქვეყანაში მთელი რიგი შეზღუდვები მოქმედებს: დაიხურა სასწავლებლები, სავაჭრო ცენტრები, ქვეყანა დაიხურა უცხოელებისთვის და ა.შ. მთავარი რეკომენდაციაა ჰიგიენური წესების დაცვა და შინ დარჩენა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S