"პანდემიის დროს არა ზიარების საიდუმლოების, არამედ წესის არშეცვლა, საერთო კოვზზე უარის ართქმა გაუგებარია"
20/03/2020 20:03:14 საზოგადოება
საქართველოს ექს–პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, "პანდემიის დროს არა ზიარების საიდუმლოების, არამედ წესის არშეცვლა, საერთო კოვზზე უარის ართქმა გაუგებარია".
"ქრისტიანობა განათლების, თანამედროვე ცივილიზაციის შემქმნელი რელიგიაა. პანდემიის დროს, არა ზიარების საიდუმლოების, არამედ წესის არ შეცვლა, საერთო კოვზზე უარის არ თქმა გაუგებარია. მახსენდება: "ჯერ შიგნიდან გაასუფთავეთ სასმისი და ჯამი, რომ გარედანაც სუფთა იყოს" (მათე 23:26)", – წერს მარგველაშვილი სოციალურ ქსელში.
დღეს საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. სინოდმა ზიარების წესი უცვლელი დატოვა.


