Accentnews.ge
სინოდმა ზიარების წესი არ შეცვალა

სინოდმა ზიარების წესი არ შეცვალა

20/03/2020 15:23:47 საზოგადოება

ახალი ტიპის კორონავირუსთან დაკავშირებით დღეს წმინდა სინოდი რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდა, თუმცა სხდომის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ საპატრიარქო მხოლოდ რამდენიმე რეკომენდაციით შემოიფარგლება. კერძოდ, როგორც ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, „რეკომენდაცია იქნება, რომ მოახერხონ ეკლესიებში მსახურების გახმოვანება, რათა არ იყოს სიმჭიდროვე ტაძრებში, მაქსიმალურად იყოს დაცული ექიმების რეკომენდაციები“.

მისივე თქმით, ზიარების წესში ეჭვის შეტანა გამორიცხულია.

„მიმაჩნია და სინოდში არავითარი აზრთა სხვადასხვაობაა არაა, რომ ეჭვის შეტანა იმაში, რომ ზიარების საერთო კოვზით შეიძლება ინფექცია გადაედოს ვინმეს, ეს არის ყოვლად გამორიცხული. შესაბამისად, ამას რაც შეხება, არავითარი ცვლილება არ შეიძლება იყოს. ღვისმსახურებასთან დაკავშირებით კითხვას რაც შეეხება, ცვლილება იქნება სასიკეთო, ის, რომ ესეთი რეკომენდაცია გვექნება, ეს თანხებთანაა დაკავშირებული, მაგრამ შეძლებისდაგვარად ყველა ტაძართან რომ მოახერხონ მსახურების გახმოვანება, რათა არ იყოს სიმჭიდროვე. ჩვენი რეკომენდაციებია, დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროსა და საერთოდ, ჯანდაცვის რეკომენდაციები მორწმუნეებმა. სინოდზე მე პირადად განვაცხადე, მე მინდა, ყველას მოვუწოდო, მრევლს და ყველა ადამიანს და შემოგთავაზებთ ასეთ დევიზს – არ გადასდო და არ გადაგედება“, – აღნიშნა მეფე ნიკოლოზმა.

წმინდა სინოდის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S