Accentnews.ge
ეპიდემიოლოგი – ეკლესიას: „დღეს ჩვენ დანის პირზე დავდივართ!“

ეპიდემიოლოგი – ეკლესიას: „დღეს ჩვენ დანის პირზე დავდივართ!“

20/03/2020 17:46:51 საზოგადოება

სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსი, ექიმი–ეპიდემიოლოგი თენგიზ კალანდაძე მოქალაქეებს და ეკლესიას მოუწოდებს, ექიმების შრომას „წყალში ნუ ჩაყრიან“.

მისი თქმით, დღეს მაქსიმალურად უნდა შემცირდეს მოქალაქეთა სიმჭიდროვე და ეს სოციალური პასუხსიმგებლობაა.

„ვთხოვ, როგორც ეკლესიას, ისე მოსახლეობს, ნუ ჩავყრით წყალში ჩვენი ეპიდეიოლოგების და ექიმების თავდადებულ შრომას და ნუ მივცემთ საშუალებას, რომ ვირუსი ეკლესიიდან გავრცელდეს! აქ საუბარი არ არის ზიარების პროცედურებზე და ა.შ. აქ საუბარია ხალხის თავშეყრაზე. მაქსიმალურად უნდა მოხდეს სიმჭიდროვის შემცირება და ასევე დაუშვებელია კოვზის თუ სხვა ნივთების სხვადასხვა ადამიანის მიერ ხშირად გამოყენება. რატომ არ ამბობენ ამას [ზიარების კოვზი შესაძლოა, ვირუსის გავრცელების წყარო გახდეს], არ ვიცი, ალბათ, ერიდებიან და ეს გასაგებია. მაგრამ მე პირდაპირ გეტყვით, დიახ, ეს საშიშია! ყველამ ერთად უნდა მივიღოთ ზომები. ჩვენც ეკლესიის ნაწილი ვართ და პირიქით. როგორც სპეციალისტი, მარტივად ვიტყვი: ჰიგიენური წესების დაცვა რწმენას არ უშლის ხელს. დღეს ჩვენ დანის პირზე დავდივართ! ეს ჩვენი ექიმების ძალისხმევით და პროფესიონალიზმითაა შენარჩუებული და ყველას ვთხოვ, ერთობლივად მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომ ბოლომდე გამარჯვებულები გავიდეთ. რწმენა თუ გვაქვს, შესანიშნავია და სახლში ვილოცოთ დროებით“,– განაცხადა კალანდაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

ცნობისთვის: დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა და როგორც ცნობილია, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს.

ცნობილია, რომ საქართველოში წარმოდგენილმა სხვა კომფსიებმა ტაძრებსა თუ მეჩეთებში ლოცვა დროებით შეაჩერეს. გარდა ამისა, მსოფლიო საპატრიარქომ გასცა შემდეგი სახის რეკომენდაცია,"მარტის ბოლომდე შეწყდეს ყველა რელიგიური მსახურებისა და წესის შესრულება ეკლესიებში"

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 44 შემთხვევაა დაფიქსირებული. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობის განცხადებით, ვირუსის შეკავებიდან გავრცელების ეტაპზე გადავდივართ. მიზანი გავრცელების ტემპის შეკავებაა და ამ მიზნით ქვეყანაში მთელი რიგი შეზღუდვები მოქმედებს: დაიხურა სასწავლებლები, სავაჭრო ცენტრები, ქვეყანა დაიხურა უცხოელებისთვის და ა.შ. მთავარი რეკომენდაციაა ჰიგიენური წესების დაცვა და შინ დარჩენა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S