Accentnews.ge
პირველად მრავალი საუკუნის განმავლობაში, საუდის არაბეთში მუსლიმთა ორი მთავარი სიწმინდე დაიხურა

პირველად მრავალი საუკუნის განმავლობაში, საუდის არაბეთში მუსლიმთა ორი მთავარი სიწმინდე დაიხურა

20/03/2020 15:05:09 მსოფლიო

ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საუდის არაბეთში ხელისუფლებამ, პირველად მრავალი საუკუნის განმავლობაში, მუსლიმთა ორი მთავარი სიწმინდე – მექას და მედინის მეჩეთები განუსაზღვრელი ვადით დახურა.

მანამდე, 17 მარტს საუდის არაბეთის ყველა მეჩეთში ლოცვა აიკრძალა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 300-მდე შემთხვევაა აღრიცხული.

სამეფომ გარე საზღვრები სრულად ჩაკეტა, მათ შორის – იმ მომლოცველებისთვის, რომლებიც უმრას შესრულებას აპირებდნენ, რაც მხოლოდ ჰაჯის თვეშია შესაძლებელი. მთელს მსოფლიოში მეჩეთების უმრავლესობა დახურულია. ზოგიერთი მუსლიმი სალოცავად საცხოვრებელი სახლის გვერდზე, ან დახურულ მეჩეთებთან გადის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S