Accentnews.ge
Loans.lb.ge - "ლიბერთი" მომხმარებელს 3–თვიან საშეღავათო პერიოდზე გადაწყვეტილების დაფიქსირებას უმარტივებს

Loans.lb.ge - "ლიბერთი" მომხმარებელს 3–თვიან საშეღავათო პერიოდზე გადაწყვეტილების დაფიქსირებას უმარტივებს

20/03/2020 14:39:57 ეკონომიკა, რეკლამა

"ლიბერთიმ" 13 მარტს მომხმარებლისთვის სასესხო ვალდებულებებზე 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი აამოქმედა.

საშეღავათო პერიოდის პირობების თანახმად, შეღავათი ავტომატურად ვრცელდება ყველა ფიზიკურ პირზე (მათ შორის, სახელმწიფო სარგოს მიმღებ პირებზეც), ვინც სარგებლობს ლიბერთის არაუზრუნველყოფილი და უზრუნველყოფილი ტიპის სესხებით:

∙ სამომხმარებლო სესხი

∙ იპოთეკური სესხი

∙ ოვერდრაფტი

∙ საკრედიტო ბარათები

∙ განვადება

∙ სოციალური სესხები (საპენსიო, ოვერდრაფტი, სოციალური ავანსი, დევნილის სესხები)

∙ ფიზიკურ პირებზე გაცემული სამეწარმეო სესხები

∙ ოქროთი უზრუნველყოფილი სესხი

∙ ავტომობილით უზრუნველყოფილი სესხი

იმისთვის, რომ მომხმარებელმა სახლიდან გაუსვლელად შეძლოს სასურველი საშეღავათო პერიოდის სტატუსის ნახვა, ან შეღავათზე უარის თქმა 25 მარტამდე, შეიქმნა ახალი ვებ გვერდი https://loans.lb.ge

გარდა ამისა, შეღავათზე გადაწყვეტილების დაფიქსირება შესაძლებელია მარტივად, ლიბერთის ნებისმიერი დისტანციური არხიდან:

· ინტერნეტ ბანკი: http://my.libertybank.ge/

· მობაილ ბანკი: http://bit.ly/33wTFCv

· დისტანციური მომსახურების ცენტრი: 032 2 55 55 00

· ლიბერთის ბანკომატები

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S