
სუდანში დაღუპულთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა
05/06/2019 04:17:48 სხვა, მსოფლიო
სუდანში დაღუპულთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა,- ინფორმაციას სუდანის ოპოზიციაზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.
ოპოზიციის ცნობით, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
4 ივნისს გაეროს, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ძალისხმევის მიუხედავად, სუდანში ოპოზიციასა და სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოსულ სამხედროებს შორის მოლაპარაკებები ჩაიშალა.
სუდანში ალ-ბაშირის საწინააღმდეგო მასობრივი საპროტესტო აქციები 6-7 აპრილიდან დაიწყო. 11 აპრილს სუდანის არმიამ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება მოაწყო და 30-წლიანი მმართველობის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი დააკავა. მას შემდეგ სუდანს სამხედრო საბჭო მართავს.