Accentnews.ge
„ჯორჯიან ეარვეისი“  თანამშრომლების 95%-ს უხელფასო შვებულებაში უშვებს

„ჯორჯიან ეარვეისი“  თანამშრომლების 95%-ს უხელფასო შვებულებაში უშვებს

20/03/2020 11:06:07 ეკონომიკა

„ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორის რომან ბოკერიას განცხადებით, ავიაკომპანია მზადაა, რომ მთავრობის თანხმობის და მხარდაჭერის შემთხვევაში, ნებისმიერი ქვეყნიდან შეასრულოს ჩარტერული რეისები უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად.

მისი თქმით, ავიაკომპანია დროებით მხოლოდ ჩარტერულ რეისებს შეასრულებს ევროპის ქვეყნებიდან:

„მთავრობის მითითებით, „ჯორჯიან ეარვეისი“ დროებით წყვეტს რეგულარულ ფრენებს ყველა მიმართულებით. შესრულდება მხოლოდ ჩარტერული რეისები საქართველოს მთავრობის მითითებითა და ხელშეწყობით ევროპის ქვეყნებიდან ჩვენი მოქალაქეების გამოსაყვანად. „ჯორჯიან ეარვეისი“ მზადაა ნებისმიერი ქვეყნიდან გამოიყვანოს საქართველოს მოქალაქეები, თუ საქართველოს მთავრობის თანხმობა და ხელშეწყობა იქნება. ასევე კომპანია მზადაა ინდივიდუალური შეკვეთებითაც შეასრულოს ჩარტერული რეისები საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში ჩამოსაყვანად “.

მისივე თქმით, ავიაკომპანია თანამშრომლების 95%-ს უვადო, უხელფასო შვებულებაში უშვებს.

მისი თქმით, გაუქმებული რეისების გამო კომპანიაში ფინანსური კრიზისია შექმნილი და ამიტომ ავიაკომპანია თანამშრომლებს უხელფასო შვებულებაში უშვებს.

„შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, იძულებული ვართ თანამშრომლების 95% უვადო შვებულებაში გავუშვათ. მაქსიმალურად შევეცდებით სამსახურში რაც შეიძლება სწრაფად დავაბრუნოთ, მობილიზება გავუკეთოთ ფინანსურ სახსრებს, რომ ჩვენი პროფესიონალები უკან მალე დავაბრუნოთ. ჩვენი ყველაზე დიდი კაპიტალი, ჩვენი თანამშრომლებია“, - განაცხადა ბოკერიამ ბრიფინგზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S