
“კარფური” სამუშაო საათებს ამცირებს
20/03/2020 09:32:43 ეკონომიკა
ახალი ტიპის კორონავირუსის საფრთხეებიდან გამომდინარე სუპერმარკეტების ქსელი “კარფური” სამუშო საათებს ამცირებს. ამის შესახებ განცახება კომპანიამ საკუთარი ფეისბუკგვერდის საშუალებით გაავრცელა.
“შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ რომ ჩვენი თანამშრომლებისთვის შეგვემსუბუქებინა ტვირთი და სამუშაო საათებს ვამცირებთ.შაბათს, 21 მარტიდან, კარფურის ყველა ფილიალი იმუშავებს დილის 10 საათიდან საღამოს 9 საათამდე”, – ნათქვამია განცხადებაში.