Accentnews.ge
დღეს საქართველოში 10 000 ტონაზე მეტი ხორბალი შემოვიდა

დღეს საქართველოში 10 000 ტონაზე მეტი ხორბალი შემოვიდა

19/03/2020 16:11:18 ეკონომიკა

დღეს ბათუმის პორტში ხორბლით დატვირთული ორი გემი შემოვიდა. თითო გემზე 3000 ტონა ხორბალი იყო განთავსებული. ბათუმის პორტში ხორბლის შემომტანი ორივე გემი უკვე დაიცალა.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან სილაგავას ინფორმაციით, ბათუმის გარდა, კიდევ ერთი გემი შევიდა ფოთის პორტშიც. ამ გემზეც 3000 ტონა ხორბალი იყო განთავსებული.

სილაგავას ცნობით, საზღვაო ტრანსპორტის გარდა, მარცვლეული სარკინიგზო გზითაც შემოვიდა საქართველოში და ამჟამად გორში მიმდინარეობს ჩამოტვირთვა. შესაბამისად, ჯამურად საქართველოში დღეს 10 500 ტონა ხორბალი შემოვიდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S