
მოქალაქეების დროებით დასაქმების აქციაში რამდენიმე კომპანია ჩაერთო
19/03/2020 14:00:12 ეკონომიკა, საზოგადოება
ახალი ტიპისკორონავირუსით შექმნილი პრობლემების გამო სამსახურის გარეშე დარჩენილი პირების დასახმარებლად მზაობა რამდენიმე კომპანიამ გამოთქვა.
როგორც „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი აცხადებს, რამდენიმე კომპანია მზადაა, პერსონალი საკუთარ ქსელში დროებით დაასაქმოს და მეტიც, არსებობს მზაობა, რომ პერსონალი ობიექტებზე საცხოვრებელი ადგილების მიხედვით გადაანაწილონ.
„კარფურმა“ „ცხელი ხაზი“ შექმნა, ინიციატივას შეუერთდა „ტატიშვილების“ კლინიკა, „ნიკორა“, „სპარი“. ძალიან კარგი ინიცატვები წამოვიდა, რომ ადამიანებს მინიმალური შემოსავალი გაუჩნდეთ: ბიზნესმა ერთმანეთის დახმარებადაიწყო. ეს მისაბაძია და მადლობა მათ, ვინც ინიციატივაში ჩართო“,– განაცხადა ალავერდაშვილმა.
მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის ბილისის მასშტაბით სასტუმროების 60% დახურულია, ხოლო მთავრობის რეკომენდაციის კვალდაკვალ, დაიხურა რესტორების თთქმის 100%.
„მუშაობს ის, ვინც დისტანციურ მომსახურეობაზე გადასვლა შეძლო“,– დასძინა ალავერდაშვილმა.
დასაქმების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, ხსენებულ კომპანიებს დაუკავშირდნენ.