
დაიხურება თუ არა ღია ტიპის ბაზრობები
19/03/2020 09:49:13 ეკონომიკა
ღია ტიპის ბაზრობებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არაა. როგორც პრემიერმინისტრის პრეს–სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, დახურვის მიზანშეწონილობის შესწავლასთან დაკავშირებით მთავრობის მხრიდან არის გაცემული დავალება და გადაწყვეტილებას მთავრობა საზოგადოებას წინასწარ შეატყობინებს.
"ეს გადაწყვეტილება დაეყრდნობა იმ რეკომენდაციას, რომელიც იქნება ჯანდაცვის სექტორიდან და ეპიდემიოლოგების მხრიდან. ზუსტად ასეთ შეზღუდვებთან დაკავშირებით არის დღეს დილით უკვე გაცემული დავალება, ჩვენ დღის ბოლომდე დამატებით გვექნება ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით და ეს რეკომენდაცია მხოლოდ ამის შემდეგ იქნება გამოცემული და საზოგადოებისთვის გაცნობილი,"- განაცხადა პრემიერ-მიისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირების 40 და განკურნების ერთი შემთხვევა არის აღრიცხული. საქართველოს მთავრობამ ვირუსის ფართო გავრცელების შესაჩერებლად რიგი შეზღუდვები დააწესა.