Accentnews.ge
იგეგმება თუ არა საქართველოში საწვავზე ფასის შემცირება – ფხაკაძის კომენტარი

იგეგმება თუ არა საქართველოში საწვავზე ფასის შემცირება – ფხაკაძის კომენტარი

18/03/2020 20:11:42 ეკონომიკა

ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, მომავალ კვირაში ნავთობპროდუქტებზე ფასების შემცირება იგეგმება. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.

„ჩვენ ბოლო თვის განმავლობაში დაახლოებით 4–ჯერ შევამცირეთ ნავთობპროდუქტებზე ფასები. ბოლო შემცირება იყო რამოდენიმე დღის წინ. მომავალ კვირაში შემდეგი შემცირება იგეგმება. ჩვენი ქვეყნის შიგნით და არა მხოლოდ, ორ კომპონენტზეა დამოკიდებუი ნავთობპროდუქტებზე ფასები: ზოგადად საერთაშორისო ბაზრის კონიუნქტურა, იქ არსებული ფასები და გაცვლითი კურსი. იცით, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით პრობლემების გამო შიდა სავალუტო ბაზარზე რთული ვითარებაა. ჩვენ მივესალმებით ეროვნული ბანკიის გადაწყვეტილებას, განხორციელდეს სავალუტო ინტერვენციები (ეს აუცილებელია) და მაქსიმალურა უნდა შევეცადოთ, შიდა სავალუტო ბაზარზე ვითარება დასტაბილურდეს. ბიზნესიც აღიქვამს და უყურებს ვითარებას, რომელიც კონკრეტულ მომენტშია ჩამოყალიბებული. ძალიან კარგია, რომ ლარის კურსის დევალვაციას, რასაც ბოლო დღეებში აქვს ადგილი, დაემთხვა ნავთობის ფასების შემცირება და ეს გამოიწვევს იმას, რომ გვაქვს საშუალება, კიდევ უფრო მეტად შევამციროთ ნავთობპროდუქტებზე ფასები“,– განაცხადა ფხაკაძემ.

ბოლო მონაცემებით, WTI-ის ტიპის ნავთობი ბარელზე 22,08 დოლარი ღირს. ხოლო "ბრენტის" ტიპის ნავთობი 27,46 დოლარი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S