Accentnews.ge
„გურიაში მაღაზიების ნაწილი იხურება“

„გურიაში მაღაზიების ნაწილი იხურება“

18/03/2020 15:21:34 ეკონომიკა, საზოგადოება

გურიაში მაღაზიების ნაწილი იკეტება,– ამის შესახებ „ტვ პირველთან“ საუბრისას მცირე მაღაზიების მფლობელებმა განაცხადეს. ამ ეტაპზე საუბარია ტანსაცმლის, ტექნიკის მაღაზიებზე და სილამაზის სალონებზე.

როგორც მაღაზიების მფლობელეი ამბობენ, შეზღუდვის შესახებ მათ ინფორმაცია სამართალდამცველებმა მიაწოდეს. ამავე ინფორმაციის თანახმად, შეზღუდვა 19 მარტიდან ამოქმედდება.

„ჯერ–ჯერობით მხოლოდ სიტყვიერად გაგვაფრთხილეს. როდემდე იქნება შეზღუდვა, არ უთქვამთ. „გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იქნა მიღებულიო“,– აცხადებს ერთ–ერთი მაღაზიის მესაკუთრე.

როგორც გურიის გუნებნატორი ზურაბ ნასარაია ამბობს, რეგიონში საქართველოს მთავრობის რეკომენდაციების მიხედვით მოქმედებენ.

„იცით რეკომენდაციები, რომ რესტორნები და სარიტუალო სახლები დაიხუროს, ვინაიდან ხშირია მოსახლეობის თავშეყრა. ასევე გაიაცა რეკომენდაცია, რომ მუნიციპალიტეტში მიკროავტობუსით გადაადგილება შეიზღუდოს. სხვა სახის რეკომენდაციები ეტაპობრივად მთელი რეგიონის მასშტაბით შესრულდება. რაც შეეხება ობიექტებს, სურსათის მაღაზიები, აფთიაქები და ყველა სხვა აუციელებლი დაწესებულება, რომელიც მოსახლეობას სჭირდება, იმუშავებს. თუ სალონები ქმნის საფრთხეს, რომ მოხდეს ვირუსის გავრცელება, ასეთი სალონები დაიხურება“,– განაცხადა გუბერატორმა .

სავარაუდოდ, მსგავსი შეზღუდვები საქართველოს სხვა რეგიონებშიც ამოქმედდება.მაგალითად, შიდა ქართლის გუბერნატორმა გიგი ხოჯევანიშვილმა.განაცხადამ, რომ რეგიონში საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა ობიექტი იკეტება:

"დღეს და ხვალ, ორდღიან რეჟიმში, რეგიონში იკეტება კვების და საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა ობიექტი, ესეც, ბუნებრივია, მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რომ თავიდან ავიცილოთ ვირუსის გავრცელების საფრთხეები".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S