Accentnews.ge
ADB კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად 6.5 მლრდ აშშ დოლარს გამოჰყოფს

ADB კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად 6.5 მლრდ აშშ დოლარს გამოჰყოფს

18/03/2020 13:58:26 ეკონომიკა

აზიის განვითარების ბანკი (ADB) კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად 6.5 მლრდ აშშ დოლარს გამოჰყოფს.

„ეს პანდემია მთავარ გლობალურ კრიზისად იქცა და მძლავრი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე. ჩვენს განვითარებად წევრ ქვეყნებთან ერთად, ვადგენთ აგრესიული ნაბიჯების გეგმას პანდემიის დასამარცხებლად, რათა დავიცვათ რეგიონის მოსახლეობა, განსაკუთრებით მისი ღარიბი და მოწყვლადი ნაწილი და უზრუნველვყოთ ეკონომიკის სწრაფი დაბრუნება ჩვეულ კალაპოტში. ჩვენს წევრებთან და პარტნიორ ინსტიტუტებთან დახურული მოლაპარაკების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება 6.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ, რათა დავაკმაყოფილოთ წევრი ქვეყნების გადაუდებელი საჭიროებები", – განაცხადა ADB-ს პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ.

მისივე თქმით, 6.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტის გარდა, ADB მზადაა, საჭიროების მიხედვით დამატებით ფინანსური და საკონსულტაციო დახმარება გაუწიოს მის წევრებს.

როგორც ბანკი აცხადებს, გამოყოფილი რესურსიდან 3.6 მილიარდი აშშ დოლარი ჯანდაცვაზე და ეკონომიკაზე დაიხარჯება; 1.6 მილიარდი აშშ დოლარი მიკრო, მცირე და საშუალო-ზომის საწარმოებზე, რომლებიც COVID-19-მა უშუალოდ დააზარალა. ADB ასევე 1 მილიარდ აშშ დოლარს დახარჯავს მიმდინარე პროექტების უწყვეტი და შეუფერხებელი განვითარებისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S