
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
18/03/2020 13:01:03 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 19 მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.1804 ლარი ეღირება, ევრო – 3.4997 ლარი.
18 მარტს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0807 ლარი იყო, ევრო 3.3974 ლარი ღირდა.
17 მარტის ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარის შეძენა 3.0118 ლარად იყო შესაძლებელი, ევროსი – 3.3684 ლარად.