Accentnews.ge
ბიზნესომბუდსმენი: „ფასების მნიშვნელოვნად ზრდის რისკი არ არსებობს“

ბიზნესომბუდსმენი: „ფასების მნიშვნელოვნად ზრდის რისკი არ არსებობს“

18/03/2020 12:46:54 ეკონომიკა

ბიზნესომბუდსმენ მიხეილ დაუშვილის განცხადებით, სადღეისოდ ფასების მნიშვნელოვნად ზრდის ან მარაგების კუთხით პრობლემების რისკი არ არსებობს.

„მნიშვნელოვანია, ბიზნესი იყოს მათ შორის, რა თქმა უნდა, მოგებაზე ორიენტირებული, მაგრამ თან სოლიდარული თავისი მოქალაქეების მიმართ. ჩვენ ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს ყველა მნიშვნელოვანი სფეროს მიმართულებით ბიზნესის წარმომადგენლებთან და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში როგორც მარაგები, ასევე ფასები აბსოლუტურად გარანტირებული იყოს. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ დღევანდელი მოცემულობით არავითარი რისკი არ არსებობს, ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდოს ან მარაგების კუთხით რაიმე პრობლემა შეგვექმნას. ყოველდღიურად ჩართული ვართ და ვაკონტროლებთ, რომ მიწოდების ჯაჭვის ყველა სეგმენტი ეფექტურად მუშაობდეს. ჩვენი ინფორმაციით, სააფთიაქო გარკვეულ პროდუქტებზე ფასები გაიზარდა, მაგრამ ფასების ზრდა იყო გამოწვეული ობიექტური მიზეზებითაც: გარკვეულ პროდუქტებზე დეფიციტი შეიქმნა არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიო ბაზარზე“,– განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა და იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფოს ბიზნესისთვის რაიმე სახის კონტროლის დაწესება არ მოუწევს:

„ბიზნესთან კომუნიკაცია ეფექტურია და არავითარი საჭიროება არ დადგება, სახელმწიფო ჩაერიოს".

ბიზნესომბუდსმენის ინფორმაციით, 30-ზე მეტმა ბიზნესკომპანიამ სურვილი გამოთქვა, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში ახალ კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით, გვერდში დაუდგეს მოქალაქეებს და სახელმწიფოს. კერძოდ, დეფიციტური სამედიცინო პროდუქტების, კონკრეტული მოწყვლადი ჯგუფების დახმარების მხრივ.

ცნობისთვის: სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, თუ ფასების სპეკულაციურ ზრდა დაფიქსირდება, სამართალდამცველები შესაბამისად იმოქმედებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S