
"მაქსიმალურად უნდა განვავითაროთ ადგილობრივი წარმოება, რათა ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული იმპორტზე"
18/03/2020 11:47:46 ეკონომიკა
"აუცილებლობაა, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ წარმოების ლოკალიზება და განვავითაროთ საკუთარი წარმოება", – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
„აქამდეც სახელმწიფო, ეკონომიკური გუნდი სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით ავითარებდა ადგილობრივ წარმოებას, მაგრამ დღეს აქცენტს გავაკეთებთ სწორედ იმ დარგებზე და მათ განვითარებაზე ან აღორძინებაზე, სადაც ვხედავთ, რომ ყველაზე მეტი მოთხოვნა არის დღესდღეობით, რათა ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული იმპორტზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, აღნიშნული დარგებისა და პროექტების ჩამონათვალს უწყება უახლოეს მომავალში წავუდგენს პრემიერ-მინისტრსა და საკოორდინაციო საბჭოს:
„ასევე მე და ჩემმა კოლეგამ, ლევან დავითაშვილმა მივიღეთ დავალება, რომ ჩვენი პროგრამები, „აწარმოე საქართველოში” პროგრამის ფარგლებში გადავაწყოთ იმგვარად, რომ სწორედ ასეთ ადგილობრივ წარმოებებს შევუწყოთ ხელი, იქნება კვების დეფიციტური პროდუქტების წარმოება, თუ რაიმე სხვა“.