Accentnews.ge
იგეგმება თუ არა საქართველოში კომუნალური გადასახადების გადავადება – მინისტრის კომენტარი

იგეგმება თუ არა საქართველოში კომუნალური გადასახადების გადავადება – მინისტრის კომენტარი

18/03/2020 11:23:18 ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში კომუნალური გადასახადების გადავადების ან არგადახდის საკითხი ჯერ–ჯერობით არ განიხილება.

„რაც შეეხება კომუნალურ გადასახადებს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კომუნალური მომსახურების მომწოდებელი კომპანიები „თელასი“ „ენერგო–პრო“ თუ "თბილისი ენერგი" კერძო კომპანიები არიან. მათაც საკმაოდ რთული პერიოდი უდგათ დღეს. საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვთ გადასაწტვეტი , აქედან გამომდინარე, ჯერ–ჯერობით საუბარი იმაზე, რომ კომუნალური გადასახადი გადავადდება ან არ უნდა იქნეს გადახდილი არ დგას“, – განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო მსოფლიოს რიგმა ქვეყნებმა მოსახლეობა კომუნალური გადასახადისგან დროებით გაათავისუფლეს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 38 შემთხვევაა დადასტურებული. 37 ინფიცირებული მკურნ​ალობას დღემდე განაგრძობს, 1 კი გამოჯანმრთელდა.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 8000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 197 000–ს გადააჭარბა, 83 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს.

"სადღეისოდ „COVID-19“–ის სამკურნალოდ სპეციალური წამალი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი“, – განაცხადა WHO–ს გადაუდებელი დახმარების პროგრამის დეპარტამენტის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ რიანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S