Accentnews.ge
„მოსახლეობის მასობრივი ტესტირება კორონავირუსის უფრო ფართოდ გავრცელების შემთხვევაში მოხდება“

„მოსახლეობის მასობრივი ტესტირება კორონავირუსის უფრო ფართოდ გავრცელების შემთხვევაში მოხდება“

18/03/2020 09:28:04 საზოგადოება

„მოსახლეობის მასობრივი, ე.წ. აგრესიული ტესტირება კორონავირუსის უფრო ფართოდ გავრცელების შემთხვევაში მოხდება“, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ განაცხადა.

„როცა სიტუაცია მოითხოვს, მაშინ დაიწყება ეს და განხორციელდება მაქსიმალურად ბევრ ადგილას. ეს იქნება მეოთხეული გადაცემის შემდეგ, უფრო ფართო გავრცელების დროს“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ე.წ. აგრესიული ტესტირების საშუალებით შესაძლებელია, ბევრი ფაქტის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა.

იხილეთ ასევე: ჯანდაცვის მინისტრი: "მოსახლეობის მასობრივი ტესტირების საშუალება უახლოეს ხანში გვექნება"

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 38 შემთხვევაა დადასტურებული. 37 ინფიცირებული მკურნ​ალობას დღემდე განაგრძობს, 1 კი გამოჯანმრთელდა.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 8000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 197 000–ს გადააჭარბა, 83 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S