Accentnews.ge
ჯანდაცვის მინისტრი: "მოსახლეობის მასობრივი ტესტირების საშუალება უახლოეს ხანში გვექნება"

ჯანდაცვის მინისტრი: "მოსახლეობის მასობრივი ტესტირების საშუალება უახლოეს ხანში გვექნება"

18/03/2020 08:48:05 საზოგადოება

"მოსახლეობის მასობრივი ტესტირების საშუალება უახლოეს ხანში გვექნება", – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ ვაკვირდებით რამდენიმე ქვეყნის მაგალითს, თუ როგორ მართავენ ისინი ეფექტურად კორონავირუსის გავრცელებას და შემდეგ მის მკურნალობას, სხვადასხვა მიმართულებით ვიღებთ გადაწყვეტილებებს. კორეა არის ის ქვეყანა, რომელმაც აგრესიული ტესტირების საშუალებით მოახდინა ძალიან ბევრი ფაქტის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და შემდეგ ყოველივე ამის ეფექტური მენეჯმენტი. გვქვს მოლაპარაკებები სახელმწიფოს დონეზე როგორც კორეასთან, ასევე ჩინეთთან. გვაქვს იმის დამაიმედებელი პასუხები, რომ კვირის ბოლოს შეგვეძლება აგრესიული ტესტების კონკრეტულ რაოდენობებზე საუბარი. ჩვენი საელჩო უზრუნველყოფს ტვირთის ჩამოტანას საქართველოში და საჭიროების შემთხვევაში, როდესაც უკვე მოსახლეობის რაოდენობაში ჩვენ დავაფიქსირებთ გარკვეულ უკონტროლო ზრდას, გვექნება რესურსი, რომ მოვახდინოთ მოსახლეობის მასობრივი ტესტირება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S