Accentnews.ge
"მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შექმნილ გამოწვევაზე საპასუხოდ ყველა ინსტრუმენტი გააჩნია"

"მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შექმნილ გამოწვევაზე საპასუხოდ ყველა ინსტრუმენტი გააჩნია"

18/03/2020 09:04:27 ეკონომიკა

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შექმნილ გამოწვევაზე საპასუხოდ ყველა ინსტრუმენტი გააჩნია.

„მოგეხსენებათ, მსოფლიო საკმაოდ დიდი გლობალური შენელების პირას დგას. ყველაზე დიდ დარტყმას პირველ რიგში ტურიზმი და მასთან მომიჯნავე სექტორები მიიღებენ. ამ კუთხით საქართველო შედარებით უფრო მოწყვლადია, რადგან ეს სექტორები ჩვენი ეკონომიკის მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს მეორე ნეგატიური ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს. ესაა ნავთობის ფასების კოლაფსი. თუმცა, მინდა დაგარწმუნოთ, მთავრობასა და ეროვნულ ბანკს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი ამ გამოწვევებზე საპასუხოდ და ჩვენ ამ პროცესში მარტო არ ვართ. ამ დღეებში კომუნიკაცია გვქონდა ჩვენს პარტნიორებთან საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებთან ერთად შევიმუშავებთ ეკონომიკის მხარდამჭერ კომპლექსურ ღონისძიებებს. ამ ეტაპზე ვთანხმდებით საერთაშორისო სავალუტო ფონდთან განახლებულ მაკროეკონომიკურ სურათზე, რომელიც რეალურად იქნება ანტიკრიზისული ღონისძიებების ჩარჩო. ვგეგმავთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ზრდას და მოლაპარაკებები გვაქვს სხვა დონორ ორგანიზაციებთან და შესაძლებელი იქნება სერიოზული დახმარებების მობილიზება. ამ კრიზისულ ვითარებას ფინანსთა სამინისტრო საკმაოდ მომზადებული ხვდება. ჩვენ გასული ფისკალური წელი საკმაოდ კარგად დავასრულეთ, გვქონდა საგადასახადო შემოსავლების ისტორიულად გადაჭარბება, შევქმენით მნიშვნელოვანი ფისკალური ბუფერები. მოცულობით პაკეტს წარვადგენთ სტიმულირებებისთვის", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S