
„ოქროს ბირჟა“ მუშაობას დროებით წყვეტს
17/03/2020 20:09:29 ეკონომიკა
18 მარტიდან “თბილისი ცენტრალში” განთავსებული სავაჭრო ქსელი, ე.წ. „ოქროს ბირჟა“ მუშაობას წყვეტს.
"ჩვენთან 600 ადამიანი მუშაობს და ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, მათივე უსაფრთხოებისთვის ასე უმჯობესია”, - განუცხადა BM.GE-ის “თბილისი ცენტრალში” არსებული "ოქროს ბირჟის" გენერალურმა დირექტორმა ეთერ ყიფიანმა.
ყიფიანის თქმით, დახურვის გადაწყვეტილება „ოქროს ბირჟის“ ხელმძღვანელობამ თავად მიიღო და ეს სახელმწიფოს მხრიდან დაკისრებული ვალდებულება არ ყოფილა.
მისივე განცხადებით, მართალია, „ოქროს ბირჟაზე“ ჰიგიენა დაცულია, მაგრამ უსაფრთხოების გარანტია მაინც არ არსებობს.
ამ ეტაპზე "ოქროს ბირჟის" დახურვა 1 აპრილამდე იგეგმება, თუმცა, შესაძლოა, ეს პერიოდი გახანგრძლივდეს, რადგან ჯერ არ იციან, იმ დროისთვის რა სიტუაცია იქნება ქვეყანაში.
რაც შეეხება იჯარის თანხას, „ოქროს ბირჟის“ მენჯმენტში ამბობენ, რომ მოიჯარეებს მარტის იჯარის ფული უკვე გადახდილი აქვთ და შესაბამისად, ამ თანხას მუშაობის განახლების შემდეგ დაუქვითავენ.