Accentnews.ge
ქალაქთაშორის ტრანსპორტზე აკრძალვის ნაცვლად შეზღუდვა გავრცელდება

ქალაქთაშორის ტრანსპორტზე აკრძალვის ნაცვლად შეზღუდვა გავრცელდება

17/03/2020 14:55:04 საზოგადოება

მთავრობის გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმადაც 18 მარტიდან სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა იკრძალება, მოქალაქეებში გაურკვევლობა წარმოშვა. გაჩნდა კითხვა, მსგავსი აკრძალვა ქალაქთაშორის ტრანსპორტს ეხება თუ არა, მათ შორის – რუსთავი–თბილისის (და პირიქით) მოძრავ ტრანსპორტს.

როგორც „აქცენტს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ქალაქთაშორის ტრანსპორტთან მიმართებაში იმოქმედებს არა აკრძალვა, არამედ შეზღუდვები. თუმცა კონკრეტულად რა სახის შეზღუდვებზეა საუბარი, მათ შესახებ მოგვიანებით, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.

კომპანია „ინტერტრასში“ (თბისილი–რუსთავის ხაზზე მოქალაქეებს ემსახურება ) კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ:

„ამ ეტაპზე, მიკროავტობუსები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. მგზავრების გადაყვანა შეუფერხებლად ხორციელდება. დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება", - განუცხადეს „ინფო რუსთავს“ კომპანიაში.

ცნობისთვის: ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 18 მარტიდან მიკროავტობუსების მოძრაობა იკრძალება. მოქალაქეებს მხოლოდ მეტრო (თბილისში) და ავტობუსები მოემსახურებიან.

განახლება

რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე ექვსი მიმართულება დარჩება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S