
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17/03/2020 13:15:39 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 18 მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.0807 ლარი ეღირება, ევრო – 3.3974 ლარი.
17 მარტს, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.0118 ლარი ღირდა, ევრო – 3.3684 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.