Accentnews.ge
"ჯერ არ მივსულვართ იმ ეტაპზე, რომ ეკლესიის საქმიანობაში გარკვეული აკრძალვის ინსტრუმენტებით შევიდეთ"

"ჯერ არ მივსულვართ იმ ეტაპზე, რომ ეკლესიის საქმიანობაში გარკვეული აკრძალვის ინსტრუმენტებით შევიდეთ"

17/03/2020 10:24:20 საშინაო პოლიტიკა

"ჯერ არ მივსულვართ იმ ეტაპზე, რომ ეკლესიის საქმიანობაში გარკვეული აკრძალვის ინსტრუმენტებით შევიდეთ", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ

მისივე თქმით, ამ მიმართულებით კონსულტაციები მიმდინარეობს, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება:

„მთავრობამ უკვე გასცა რეკომენდაცია, რომ დახურულ სივრცეში დიდი ღონისძიებები არ გაიმართება. ჩვენ, რა თქმა უნდა, უამრავი ტრადიცია გაგვაჩნია და ამ ტრადიციების აღსრულებაში გარკვეულ რეკომენდაციებს გავცემთ და ამას გავაგრძელებთ, თუმცა იმ ეტაპზე ჯერ არ მივსულვართ, როდესაც ამ სფეროში შეგვიძლია გარკვეული აკრძალვის ინსტრუმენტებით შევიდეთ, საბედნიეროდ. თუმცა, გარკვეულ კონსულტაციებს ვმართავთ და გავაგრძელებთ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S