Accentnews.ge
„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მზაობა და ვარაუდი ამ დროისთვის არ არის“

„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მზაობა და ვარაუდი ამ დროისთვის არ არის“

16/03/2020 16:54:18 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ამ დროისთვის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების „მზაობა და ვარაუდი არ არის“.

„საგანგებო მდგომარეობაზე ჯერ საუბარი არ ყოფილა. ჩემი ვარაუდით, საგანგებო მდგომარეობა იქება იმ შემთხვევაში, თუ რაოდენობა რამოდენიმეჯერ გაიზარდა და დაფიქსირდება „მეოთხეული გადაცემები“. ერთი შემთხვევისთვის არ გამოაცხადებენ, მაგრამ თუ დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ინფიცირებულებმა არ იციან, როგორ დაინფიცირდნენ და შეუძლებელი იქნება კონტაქტის მოძიება... საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მზაობა და რაიმე ვარაუდი ჯერ არ არის“,– განაცხადა ცერცვაძემ.

ცნობისთვის: ბოლო მონაცემებით საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან ერთი პაციენტი საავადმყოფოდან დღეს გაწესეს. მას ორი კვირს განმავლობაში თვითიზოლაციაში მოუწევს ყოფნა. კიდევ ერთი პაციენტი შესაძლოა, ხვალ გაწერონ. ცერცვაძე ვარაუდობს, რომ ამ დროისთვის საქართველოში დაფიქსირებული შემთხვევები გამოჯანმრთელებით დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ ინფიცირებულთაგან ოთხი არასრულწლოვანია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

იხილეთ ასევე: საგანგებო მდგომარეობა: ყოფითი და პოლიტიკური მხარეები

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S