Accentnews.ge
„საქართველოს რკინიგზა“ შეუფერხებელ ტვირთბრუნვას უზრუნველჰყოფს

„საქართველოს რკინიგზა“ შეუფერხებელ ტვირთბრუნვას უზრუნველჰყოფს

16/03/2020 11:18:38 ეკონომიკა

ს.ს. „საქართველოს რკინიგზა“ საკონტეინერო გადაზიდვებით შეუფერხებელ ტვირთბრუნვას უზრუნველჰყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

„შექმნილ მდგომარეობაში საქართველოს, აზერბაიჯანს, ცენტრალურ აზიასა და სომხეთს შორის მიმოსვლასთან დაკავშირებით სს „საქართველოს რკინიგზა“ ითვალისწინებს ტვირთმფლობელების და ბიზნესის საჭიროებებს და სთავაზობს მათ მნიშვნელოვან სიახლეს -უმოკლეს ვადებში და კონკურენტუნარიანი ტარიფებით საავტომობილო გზავნილების კონტეინერებში გადარტვირთვას და სარკინიგზო გადაზიდვების განხორციელებას შემდეგი მიმართულებებით:

  • ფოთი/ბათუმი/თბილისი-აზერბაიჯანი
  • ფოთი/ბათუმი/თბილისი-ცენტრალური აზია
  • ფოთი/ბათუმი/თბილისი-სომხეთი

„საქართველოს რკინიგზა“ საკონტეინერო გადაზიდვებით შეუფერხებელ ტვირთბრუნვას უზრუნველჰყოფს და შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად ბიზნესის დაცვას უარყოფითი ეფექტებისგან“, – აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S