Accentnews.ge
„ორი ნაბიჯი“: „საკმარისზე მეტი მარაგი გვაქვს. ყველანაირი აჟიოტაჟი ზემეტია“

„ორი ნაბიჯი“: „საკმარისზე მეტი მარაგი გვაქვს. ყველანაირი აჟიოტაჟი ზემეტია“

14/03/2020 16:47:03 ეკონომიკა

„საკმარისზე მეტი მარაგი გვაქვს. ყველანაირი აჟიოტაჟი ზემეტია“, – ამის შესახებ მაღაზიათა ქსელ „ორი ნაბიჯის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიორბელიძემ განაცხადა.

„მინდა, გითხრათ, რომ არანაირი მღელვარების საფუძველი არ არსებობს. ბოლო ორი დღის მანძილზე გაზრდილია მომხმარებელების რაოდენობა მაღაზიებში, მაგრამ მარაგები ჩვენს კომპანიებში და მთელ სექტორში არის საკმარისზე მეტი. აქედან გამომდინარე ზემეტია ყველანაირი აჟიოტაჟი“, - განაცხადა გიორბელიძემ.

ცნობისთვის: დღეს ქსელური მარკეტების წარმომადგენლები მთავრობის წევრებს შეხვდნენ და პროდუქციის მარაგებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S