Accentnews.ge
"ნიკორას" ფასები არ შეუცვლია და არ მგონია, ამ მხრივ დრამატული ცვლილება მოხდეს. პროდუქტის დეფიციტიც გამორიცხულია"

"ნიკორას" ფასები არ შეუცვლია და არ მგონია, ამ მხრივ დრამატული ცვლილება მოხდეს. პროდუქტის დეფიციტიც გამორიცხულია"

14/03/2020 16:35:27 ეკონომიკა

"ნიკორას" ფასები არ შეუცვლია და არ მგონია, ამ მხრივ დრამატული ცვლილება მოხდეს. პროდუქტის დეფიციტიც გამორიცხულია", ამის შესახებ „ნიკორას“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბოქოლიშვილმა განაცხადა.

"სინამდვილეში არანაირი შიში, არანაირი საფრთხე, რომ პროდუქტის ან ნედელეულის დეფიციტი იქნება, გამორიცხულია. მთავრობა ყოვედღიურ კავშირშია ჩვენთან ქსელებთან. ქსელურ მაღაზიებში ფასის გაზრდა მარტივი არ არის. ნიკორას ფასები არ შეუცვლია და არც უახლოეს პერიოდში არ აპირებს მის შეცვლას.მუდმივი კავშირი გვაქვს მომწოდებლებთან, სადისტრბუციო კომპანიებთან. ისინი გაგებით ეკიდებიან დღევანდელ სიტუაციას და არ მგონია რაიმე დრამატული ცვლილება ფასებში მოხდეს", – განაცხადა ირაკლი ბოქოლიშვილმა.

ცნობისთვის: ქსელური მარკეტების წარმომადგენლები დღეს პრემიერ–მინისტრს შეხვდნენ. მათ მთავრობის წევრებს პროდუქციის მარაგებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S