Accentnews.ge
"სავაჭრო ობიექტები მარაგდება ჩვეულ რეჟიმში, პროდუქტის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობს"

"სავაჭრო ობიექტები მარაგდება ჩვეულ რეჟიმში, პროდუქტის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობს"

14/03/2020 06:35:28 ეკონომიკა

"სავაჭრო ობიექტები მარაგდება ჩვეულ რეჟიმში, პროდუქტის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობს", – ამის შესახებ მინისტრმა სავაჭრო ცენტრებისა და ქსელური სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„პირველ რიგში, ჩვენ ვისაუბრეთ მარაგებთან დაკავშირებით და დავრწმუნდი, რომ ამ კუთხით, პრობლემა პროდუქტის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით არ არსებობს და მომარაგება ხდება შეუფერხებლად“, - განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე მსჯელობა შედგა სავაჭო ობიექტებში სანიტარულ-ჰიგიენური დაცვის ზომებზე და ამ მხრივ მათ კიდევ ერთხელ მიეცათ რეკომენდაციების ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის მხრიდან.

„სავაჭრო ცენტრები მზად არიან ვირუსის გავრცელების პრევენცია კიდევ უფრო მეტად მოახდინონ თავიანთ ქსელებში. ის ობიექტები, ვინც ვაჭრობს დისტანციურად, ფიქრობენ, როგორ გააძლიერონ ამ კუთხით ინფრასტრუქტურა და ნაკლები კონტაქტის მეშვეობით მოხდეს ვაჭრობა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ვიმსჯელეთ ზოგადად სხვა გამოწვევებზე, რაც მთლიანად ეკონომიკას და დარგს უდგას. რაც მთავარია ვხედავთ, რომ მარაგების მომარაგების თვალსაზრისით რაიმე შეფერხებას ადგილი არ აქვს, ობიქტები მარაგდება ჩვეულ რეჟიმში და წუხილის საფუძველი არ არსებობს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეხვედრაზე სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებმა ისაუბრეს პრევენციის ზომებზე, რომლებიც მათ უკვე მიიღეს კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ და ასევე იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც ისინი სამომავლოდ მიიღებენ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ისეთ პრევენციულ ზომებზე, როგორიცაა სავაჭრო ცენტრებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინების დანერგვა, უკონტაქტო ვაჭრობის სერვისების განვითარება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. გადაწყდა, რომ მუშაობა ეკონომიკის სამინისტროსთან კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებებთან დაკავშირებით სამომავლოდ სამუშაო რეჟიმში გაგრძელდება.

ცნობისთვის: ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 30 შემთხვევაა დადასტურებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S