
ღია კაფეებისა და ბარების მეპატრონეთა ნაწლი იჯახის გადასახადისგან თავისუფლდება
14/03/2020 06:36:44 პოლიტიკა, ეკონომიკა
მეწარმეები, რომელთაც ღია კაფეებისა და ბარების მოსაწყობად, მუნიციპალიტეტისგან იჯარით აქვთ აღებული სივრცეები (მიწები), 2020 წლის იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდებიან, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მერმა აღნიშნა, ახალი კორონავირუსის გავრცელებამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა ბიზნეს სექტორს, განსაკუთრებით კი ტურიზმის სფეროს.
„მთელი წლის იჯარის თანხისგან თავისუფლდება ყველა ის პირი, ვისაც ღია კაფეებისა და ბარების მოწყობის მიზნით, იჯარით აქვს ფართი აღებული თბილისის მუნიციპალიტეტისგან. დღესდღეობით თბილისის ტერიტორიაზე 200 ასეთი ღია კაფე-ბარი მოქმედებს და იმედი გვაქვს, ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს მდგომარეობას ამ მეწარმეებს, რომელთაც პანდემიის გამო მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი ადგებათ. რა საკვირველია, ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ მუშაობას, რათა მივაკვლიოთ დამატებით გზებს, ქალაქის ეკონომიკის ხელშესაწყობად და კერძო სექტორისთვის ზიანის შესამსუბუქებლად“, – განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ხალხმრავალ ადგილებში შეკრებებისგან.