Accentnews.ge
გაბრიჩიძე – გადასახადების გადავადებაზე: „ეს ნიშნავს, რომ სიკვდილი სამი თვით გადამივადდა“

გაბრიჩიძე – გადასახადების გადავადებაზე: „ეს ნიშნავს, რომ სიკვდილი სამი თვით გადამივადდა“

13/03/2020 14:17:06 ეკონომიკა

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი კოტე გაბრიჩიძე მთავრობის გადაწყვეტილებას პოზიტიურად აფასებს, თუმცა ფიქრობს, რომ დამატებითი ნაბიჯებიც იქნება გადასადგმელი. საუბარია, ახალი ტიპის კორონავირუსით დაზარალებული კომპანიებისთვის საშემოსავლო და ქონების გადასახადების გადავადებაზე, ხოლო რიგი სასტუმროებისთვის საბანკო საპროცენტო განაკვეთების საბიუჯეტო სახსრებით სუბსიდირებით შემცირებაზე.

“სადღეისოდ ეს ჭკვიანური გადაწყვეტილებაა, მაგრამ შემდეგ ალბათ, კიდევ რაღაც ნაბიჯები იქნება დასამატებელი. ამაზე პრემიერიც ლაპარაკობს, „შევხედავთ, როგორ წავა საქმე და იქიდან გამომდინარე მვიღებთ გადაწყვეტლებასო. ეს საკმარისია, თუ არა, ამას ვერ გეტყვით, თუმცა რაღაც პოზიტივი ჩანს“,– აცხადებს „აქცენტთან“ საუბრისას გაბრიჩიძე.

მისი თქმით, საუბარია კრიზისულ პერიოდში გადასახადების მოხსნაზე, თუმცა გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არაა:

„გადასახადების წნეხის შემცირება საჭიროა. საუბარია ყველანაირ გადასახადზე – მიწის იჯარა, საშემოსავლო, ქონების...რაც უფრო შეგიმცირდება, მეტი სუნთქვის საშუალება გეძლევა. არის ლაპარაკი, რომ არა მხოლოდ გადავადება, არამედ ამ პერიოდში გარკვეული გადასახადის მოხსნაა აუცილებელი: თუ სამი თვე არა, მაგრამ მეოთხე თვეს გადაიხადე სამი თვის გადასახადი, ეს უარესია. ეს იქნება, რომ უბრალოდ სამი თვით გადამივადდა სიკვდილი და მეტი არაფერი. ამაზე ჯერ–ჯერობით კონსულტაიები მიდის და არ ვიცი, როგორ გადაწყდება“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S