Accentnews.ge
უკრაინაში კორონავირუსისგან პირველი პაციენტი გარდაიცვალა, ხელისუფლება უცხოელებისთვის საზღვრებს კეტავს

უკრაინაში კორონავირუსისგან პირველი პაციენტი გარდაიცვალა, ხელისუფლება უცხოელებისთვის საზღვრებს კეტავს

13/03/2020 13:46:53 მსოფლიო

უკრაინაში ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი მსხვერპლი დაფიქსირდა: გარდაცვლილი ჟიტომირის მხარის 71 წლის მკვიდრია, - იუწყება «Громадське» ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

მისივე ინფორმაციით, 16 მარტიდან უკრაინა უცხოელებისთვის საზღვრებს ორი კვირით ჩაკეტავს.

ცნობისთვის: ქვეყანაში ამ დრომდე ახალი ტიპის კორონავირუსის სულ 3 შემთხვევა იყო აღრიცხული.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 4 983 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 134 000–ს გადააჭარბა. 71 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S