
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
13/03/2020 13:33:49 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 14 მარტისთვის 1 ამერიკული დოლარი 2.9942 ლარი ეღირება, 1 ევრო – 3.3421 ლარი, ხოლო 1 ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.7736 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით 1 ამერიკული დოლარი 2.9494 ლარი ღირდა, 1 ევრო – 3.3145 ლარი, 1 ფუნტი – 3.7575 ლარი.
13 მარტს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.