Accentnews.ge
მიკროსაფინანსოები მსესხებლებისთვის ფინანსური შეღავათის დაწესებას ამ ეტაპზე არ გეგმავენ

მიკროსაფინანსოები მსესხებლებისთვის ფინანსური შეღავათის დაწესებას ამ ეტაპზე არ გეგმავენ

13/03/2020 13:09:57 ეკონომიკა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ამ ეტაპზე ვითარების დაკვირვების რეჟიმში იმყოფებიან და საჭიოროების შემთხვევაში ზომებს ინდივიდუალურ რეჟიმში მიიღებენ,– ამის შესახებ „აქცენტს“ მიკრო-საფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის ხელმძღვანელმა ბესიკ შენგელიამ განუცხადა.

„საშეღავათო პერიოდები როგორც მიკროსაფინანსო, ისე საბანკო სფეროში ძალიან დიდი ხნის პრაქტიკაა. არის სეზონური სესხები 3–6–თვიანი საშეღავათო პერიოდით და ა.შ. როსდესაც ბაზარზე გარკვეული არასტაბილურობაა, რისკები წარმოიქმნება (მაგალითად, უკრაინაში იყო რევოლუცია, მოსკოვმა დაკეტა საქართველოსთვის ბაზრი, მაშინ სათბურებისა და ამ ტიპის მეურნეობების მფლობელებს ჰქონდათ პრობლემები), მსგავს შემთხვევებში მიკროსაფინანსოები საკმაოდ მოქმნილი, ქმედითი და გონივრულები არიან და მსესხებლებს შეგვიძლია, სხვადასხვა რაღაცეები შევთავაზოთ, მათ შორის – საშეღავათო პერიოდი, რესტრუქტურიზაცია და აშ. მთავარია, ობიექტურად ჩაწვდე, ბიზნესს პრობლემა შეექმნა თუ არა და რატომ შეექმნა. სშეღავათო პეროდთან დაკავშირებით ინიციატივები გააჟღერეს „თიბისიმ“, საქართველოს ბანკმა“ და „ლიბერთი ბანკმა“ (მათი მასშტაბები ბევრად დიდია), როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ ამის საჭიროება დადგა. თუ დადგება მსგავსი სჭიროება, ან გადავადება განხორციელდება, ან რესტრუქტურიზაცია და ა.შ. უბრალოდ ამ ყველაფერს ორგანულად და ინდივიდუალურ რეჟიმში განვიხილავთ“,– განაცხადა შენგელიამ.

ცნობისთვის: „საქართველოს ბანკმა“, „თიბისიმ“ და „ლიბერთი ბანკმა“ მსესხებლებს საბანკო ვალდებულებებისთვის სამთვიანი საშეღავათო პერიოდი მისცეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S