
ეროვნულმა ბანკმა ლარის გაუფასურების შესაჩერებლად ხელოვნური ჩარევა განახორციელა
13/03/2020 12:35:32 ეკონომიკა
დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის მკვეთრი გაუფასურების შესაჩერებლად, სავალუტო ინტერვენცია მოახდინა და საკუთარი რეზერვიდან 20 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.
"2020 წლის 13 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.9936 შეადგინა",- ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.
ეს 2020 წლის განმავლობაში პირველი სავალუტო ინტერვენციაა.