Accentnews.ge
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO

წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO

28/04/2026 13:11:00 საზოგადოება, რეკლამა

გაზაფხულის სეზონის ფარგლებში, SOLO მომხმარებლებისთვის გამორჩეული გამოცდილების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, SOLO წინანდლის მამულის ღონისძიებების სერიის - “ვარდობისთვის” გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია.

“ვარდობისთვე” „სილქ ჰოსფითალითის“ ორგანიზებით იმართება. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ მუსიკალურ და პოეზიის საღამოებს, კულტურულ ღონისძიებებს, დაათვალიერონ გამოფენები და მონაწილეობა მიიღონ აქტივობებში, რომლებიც წინანდლის მამულს კიდევ ერთხელ აქცევს შეხვედრებისა და შთაგონების სივრცედ.

„ვარდობისთვის“ ფარგლებში, წინანდლის ამფითეატრში პირველად გაიმართება „სუხიშვილების“ ფესტივალი. სამი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება განსხვავებული პროგრამები, რომლებიც აერთიანებს ანსამბლის მრავალწლიანი რეპერტუარის გამორჩეულ ნაწილს და თანამედროვე ხედვას.

ვარდობისთვის პროგრამა

22,23,24 მაისი | სუხიშვილების ფესტივალი: კლასიკური პროგრამა, „ზეკარი” და „ქარაბშა”

14 მაისი | იბერო-ამერიკული პოეზიის საღამო დათო ტურაშვილის მონაწილეობით

15 მაისი | დათო მაღრაძის ლექსების კრებულის „ჰამლეტის სარკე“ და ერეკლე ბეჟუაშვილის წიგნის „ვარსკვლავქვეშეთში” პრეზენტაცია

ფესტივალის ბილეთები ხელმისაწვდომია ვებგვერდზეtkt.ge

ვარდობისთვის” ფარგლებში, SOLO Visa ბარათითგადახდისას ბილეთებზე მოქმედებს 20% ფასდაკლება.

ამასთანმთელი თვის მანძილზე SOLO Visa ბარათით გადახდისას მომხმარებლები ისარგებლებენ50%-იანი ფასდაკლებით წინანდლის მამულისსასტუმროს ნომრებზე (გარდა “სუხიშვილების” ფესტივალის თარიღებისა).

ვარდობისთვის ორგანიზატორი და მასპინძელია: სილქ ჰოსფითალითი და წინანდლის მამული.

გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი: SOLO

სპონსორები: Visa, Silknet, Borjomi

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S