Accentnews.ge
"თუ ეკონომიკის სტიმულირებისთვის დამატებითი რესურსები გახდება საჭირო, პირველ რიგში „ქართუს“ მივმართავთ"

"თუ ეკონომიკის სტიმულირებისთვის დამატებითი რესურსები გახდება საჭირო, პირველ რიგში „ქართუს“ მივმართავთ"

13/03/2020 10:55:19 საშინაო პოლიტიკა, ეკონომიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, თუ ეკონომიკის სტიმულირებისთვის დამატებითი რესურსები გახდება საჭირო, "მთავრობა მიმართავს ყველას, პირველ რიგში ფონდ „ქართუს“

„ის რესურსი, რომელიც ახლა ჩვენ ვთქვით, ეს სრულად დათლილი და მობილიზებულია სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ თუ დაგვჭირდა დამატებითი რესურსები, რა თქმა უნდა, მივმართავთ ყველას, ვინც მსგავსი დახმარებისთვის მზაობას გამოავლენს და პირველ რიგში „ქართუ“ ფონდს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, თუ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი გახანგრძლივდა, მთავრობაც შესაბამისად გააგრძელებს ანტიკრიზისულ და ეკონომიკის წამახალისებელ ღონიძიებებს:

„ვერავინ დღეს ზუსტად ვერ გიპასუხებთ, ეს კრიზისი გაგრძელდება 1 თვე, 2 თვე თუ 3 თვე. ჩვენ ავიღეთ საშუალო ვადა, ჩვენი პროგნოზების შესაბამისად. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს კრიზისი დამთავრდეს უფრო მალე და უფრო სწრაფად. თუ გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ჩვენი ღონისძიებებიც, ანტიკრიზისული და ეკონომიკის წამახალისებელი, გაგრძელდება. ჩვენ ნაბიჯ -ნაბიჯ, როგორც გითხარით, მივყვებით. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ანტიკრიზისული ღონისძიებები, როგორც პანდემიასთან გამკლავების, ასევე ეკონომიკის სტიმულირების, სრულ ჰარმონიაში მოდიოდეს რეგიონთან და მეზობლებთან გლობალურადაც, რამეთუ ამას ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ის იყოს ეფექტური".

ფონდი „ქართუ” გამოთქვამს მზადყოფნას, რომ საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფოს გამოუყოს იმ მოცულობის ფინანსური რესურსი, "რაც საჭირო იქნება ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების საფრთხისგან საზოგადოების მაქსიმალურად დასაცავად".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S