
„ყველა ის ზომა, რასაც ჩვენ ახლა ვიღებთ, ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს იმას, რომ მოქალააქეებს შევუნარჩუნოთ სამუშაო ადგილები“
13/03/2020 10:56:18 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ეკონომიკის სტიმულირების გეგმას აქვს ერთი მიზანი - მოქალაქეებს შეუნარჩუნდეს სამუშაო ადგილები.
„ყველა ის ზომა, რასაც ჩვენ ახლა ვიღებთ, განსაკუთრებით ტურიზმის სექტორში დასაქმებული კომპანიებისთვის, განსაკუთრებით საშემოსავლო გადასახადის და ქონების გადასახადის გადავადების ნაწილში, ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს იმას, რომ კომპანიებმა შესაბამისი მხარდაჭერა უნდა გაუწიონ თავიანთ დასაქმებულებს, ჩვენს მოქალაქეებს და მაქსიმალურად შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები. ეს არის ჩვენი მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი“, - განაცხადა გახარიამ.