
"დარწმუნებული ვარ, ლარის კურსი შესაბამის საბალანსო ნიშნულს დაუბრუნდება"
13/03/2020 10:30:13 ეკონომიკა
საქართვეოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ლარის კურსის ვარდნაზე გავლენა იქონია პანდემიასთან დაკავშირებულმა გამოწვევებმა. იგი დარწმუნებულია, რომ ლარის კურსი შესაბამის საბალანსო ნიშნულს დაუბრუნდება.
"ლარის კურსი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საკმაოდ სტაბილურად და პოზიტიურად მოძრაობდა. რა თქმა უნდა, ეს არის ბოლო გამოწვევების, პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე რეაქცია. ეს არის რეაქცია, რომელიც ჩვენ, ყველამ ერთად, წყნარად, მშვიდად უნდა გადავიტანოთ. ამისთვის ჩვენ დღეს გვექნება საუბარი ეროვნულ ბანკთანაც და საფინანსო სექტორთანაც", — განაცხადა პრემიერმა.
ეროვნული ბანკის 13 მარტის გაცვლითი კურსით, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3,3145 ლარია, ხოლო ერთი დოლარის ფასი – 2,9494 ლარი.