ჯეი დი ვენსი ბუდაპეშტში ჩავიდა
07/04/2026 13:14:00 მსოფლიო
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბუდაპეშტში ჩავიდა. როგორც „გარდიანი“ იუწყება, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტსა და მის მეუღლეს ბუდაპეშტის საერთაშორისო აეროპორტში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო დახვდა.
როგორც ცნობილია, ჯეი დი ვენსი უნგრეთში ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა.
როგორც ვარაუდობენ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ქვეყანაში 12 აპრილს დაგეგმილ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მხარდაჭერას გამოუცხადებს ქვეყნის მოქმედ პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ჯეი დი ვენსის უნგრეთში ვიზიტს უწოდა დადასტურება, რომ ვაშინგტონისა და ბუდაპეშტის ურთიერთობებში ახლა „ოქროს ხანაა“.
მისივე ცნობით, დღეს დაგეგმილი ვიზიტის დროს განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორებიცაა მიგრაცია, გლობალური უსაფრთხოება და ეკონომიკისა და ენერგეტიკის სფეროში უნგრეთისა და აშშ-ის თანამშრომლობა.


