
„თიბისი“ ფიზიკურ პირებს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს-მსესხებლებს სესხების შენატანზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს უწესებს
13/03/2020 06:26:22 ეკონომიკა
„თიბისი ბანკი“ ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს სესხების შენატანზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს უწესებს.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს და ასევე ყველა ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება, შევთავაზოთ სესხების შენატანზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი. საშეღავათო პერიოდი შეეხება სესხის როგორც ძირს, ისე პროცენტს. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ნაბიჯით „თიბისი“ უმარტივებს ადამიანებს და ბიზნესებს ცხოვრებას. დეტალურ ინფორმაციას სესხების გადავადებასთან დაკავშირებით მომხმარებლები ინდივიდუალურად მიიღებენ“, - ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.