დონალდ ტრამპი: აშშ-მა ირანში ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაცია დაიწყო
28/02/2026 11:52:00 მსოფლიო
აშშ-მა ირანში ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაცია დაიწყო, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ავრცელებს.
„ჩვენი მიზანი ირანის რეჟიმიდან წამოსული საფრთხის აღმოფხვრის შედეგად ამერიკელი ხალხის დაცვაა. ირანის სასტიკი რეჟიმის ქმედებები პირდაპირ საფრთხეს უქმნის აშშ-ს, ჩვენს სამხედროებს, უცხოეთში ჩვენს ბაზებსა და მთელ მსოფლიოში ჩვენს მოკავშირეებს“, - აცხადებს დონალდ ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ოპერაციის მიზანი ირანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების განადგურებაა.
„ამ ტერორისტულ რეჟიმს ბირთვული იარაღი არასდროს ექნება. კიდევ ერთხელ ვამბობ: მათ ბირთვული იარაღი არასდროს ექნებათ“, - აღნიშნავს ტრამპი.


