Accentnews.ge
ევროპის ქვეყნების ელჩებმა, ახალგაზრებთან ერთად, პატივი მიაგეს იუნკერთა ხსოვნას

ევროპის ქვეყნების ელჩებმა, ახალგაზრებთან ერთად, პატივი მიაგეს იუნკერთა ხსოვნას

23/02/2026 17:04:00 საზოგადოება

საბჭოთა ოკუპაციის 105 წლისთავზე, კოჯორში, იუნკეთა მემორიალთან ევროპის ქვეყნების ელჩები შეიკრიბნენ. მათ ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრებთან ერთად პატივი მიაგეს იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც 1921 წელს საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ.

“დღევანდელი აქტი ევროპელ ელჩებთან ერთად იუნკერთა ხსოვნისათვის პატივის მიგება, მტკიცე სოლიდარობის დასტურია. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა საბჭოთა ოკუპაციის გამო, საქართველოს პირველ რესპუბლიკაში ვერ მოხერხდა საელჩოების გახსნა”, – წერია “ახალგაზრდობის თანხმობის აქტის” განცხადებაში.

იუნკერთა მემორიალს პატივი მიაგეს შვედეთის სამეფოს ელჩმა ანა ლიბერგიმ, ესტონეთის რესპუბლიკის ელჩმა მარგე მარდისალუ-კაჰარიმ, ლატვიის რესპუბლიკის ელჩმა ედიტე მედნემ, ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩიმა დარიუს ვიტკაუსკასიმ, ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩმა ვესელინ ვალკანოვიმ, ნორვეგიის სამეფოს ელჩმა ბერგლიოტ ჰოვლანდიმ, პოლონეთის რესპუბლიკის ელჩმა არტურ გებალიმ, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა პეტრ კუბერნატიმ. ასევე, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, ზანე რუნგულემ და გერმანიისა და უნგრეთის საელჩოების წარმომადგენლებმა

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრებმა, მათ შორის- ახალგაზრდობის თანხმობის აქტი, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს, საქართველოს თანასწორობის ასოციაცია, JEF საქართველოს, ახალგაზრდული ფორუმის მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციისთვის, ევროპული ახალგაზრდული ცენტრი, პლატფორმა “ახალგაზრდები ნატო-ში ინტეგრაციისთვის” და ა.შ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S