უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ფსკოვის ოლქში ნავთობის საცავზე მიიტანეს იერიში. ინფორმაციას უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები ავრცელებენ. მათივე თქმით, თავდასხმამ აფეთქებები და ხანძარი გამოიწვია.
„ნავთობის საცავების განადგურება პირდაპირ გავლენას ახდენს მოწინააღმდეგის საბრძოლო ოპერაციების წარმოების, წინსვლისა და საშტაბო რეზერვების გადაადგილების უნარზე. ასეთი ოპერაციები რუსეთის სამხედრო პოტენციალის სისტემატური შესუსტების ნაწილია“, – აცხადებენ უშიშროების სამსახურში.
უკრაინის მიერ იერიშების განხორციელებას ადასტურებენ რუსეთშიც.
ადგილობრივმა გუბერნატორმა, მიხაილ ვედერნიკოვმა განაცხადა, რომ ველიკიე ლუკის ნავთობბაზის რეზერვუარს დრონის დარტყმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა.
ვედერნიკოვის თქმით, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.