Accentnews.ge
კომუნიკაციების კომისიის​ თავმჯდომარე აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა

კომუნიკაციების კომისიის​ თავმჯდომარე აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა

19/02/2026 15:31:00 პოლიტიკა

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ეკონომიკურ ატაშეს, კრისტინ როდრიგესს შეხვდა. შეხვედრას ასევე კომუნიკაციების კომისიის წევრი ეკატერინე იმედაძე და კომისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ და კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა კრისტინ როდრიგესს კომუნიკაციების კომისიის საქმიანობისა და მისი რეგულირების სფეროში შემავალ დარგებში არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ქართულ ტელეკომსექტორში არსებული ვითარება, ტენდენციები, არსებული გამოწვევები და პროექტები, რომლებსაც კომუნიკაციების კომისია ტელეკომბაზარზე კონკურენციის ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს. შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა საქართველოს გეოგრაფიულ უპირატესობასა და პოტენციალზე რეგიონის ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბების კონტექსტში. ასევე, განხილული იყო ქვეყანაში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესი.

„მხარეებმა ერთმანეთს თანამშრომლობის მზაობა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს“, – აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S